42°პარალელი - სრული გადაცემა 11.09.2021

„42°პარალელი” – ავღანეთის ისლამური საემირო

დღეს 11 სექტემბერია – 20 წელი გავიდა იმ მოვლენიდან, რომელმაც თანამედროვე ისტორიაში ტერორიზმთან ბრძოლის ახალი ფურცელი გადაშალა. თუმცა აშშ-ის მიერ ავღანეთის დატოვებით ეს ფურცელი პრაქტიკულად უკვე გადაიშალა. როგორ მოვიდა მსოფლიო 11სექტემბრამდე, ანუ როგორ და რატომ აღმოცენდა ჯიჰადი ავღანეთის დაძაბულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

———

 

„42°პარალელი” – ვიეტნამის ომის გაკვეთილები

2021 წლის ზაფხულში ავღანეთში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს თითქმის ყველა ვიეტნამის ომის ფინალურ სტადიას ადარებს. თავად კამპანიის შედეგები და ჯარების და ამერიკელებზე მომუშავე ადგილობრივი მოქალაქეების გამოყვანისას შექმნილი მწვავე სიტუაცია მსგავსი პარალელების გავლების შესაძლებლობას იძლევა. ისტორიული ანალოგიები სარისკო საქმეა და როგორც წესი, ძალიან გამარტივებულიც. მიუხედავად ამისა, აზრი აქვს გავიხსენოთ ის ომი, რომელმაც შეერთებული შტატების პოლიტიკას მკაფიო ნიშანი დაატყო.

 

42° პარალელი