„სიენენი“ – აშშ-ის მსხვილ ბანკებში ონლაინ მომსახურებით სარგებლობისას შეფერხება დაფიქსირდა

01:36, 17.11.2026

აშშ-ის მსხვილ ბანკებში ონლაინ მომსახურებით სარგებლობისას შეფერხება დაფიქსირდა.

როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის მსხვილი ბანკების ათასობით მომხმარებელმა ონლაინ მომსახურებით სარგებლობისას პრობლემების შესახებ განაცხადა. კერძოდ, JPMorgan Chase-ის, Wells Fargo-სა და Bank of America-ს მომხმარებლები აცხადებენ, რომ ზოგიერთი ონლაინ საბანკო სერვისით ვერ სარგებლობენ.

JPMorgan Chase-ის განცხადებით, შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ბანკში აცხადებენ, რომ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

„ზოგიერთი ტრანზაქციის შესრულებას ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება, თუმცა მომხმარებლებს კვლავ აქვთ წვდომა საკუთარ ანგარიშებსა და თანხებზე“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

როგორც „სიენენი“ წერს, JPMorgan Chase-ის მომსახურებაში პრობლემების შესახებ 4 700-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა.

მსგავსი