42°პარალელი - დოლარი, როგორც იარაღი და ციფრული იუანი, როგორც თავდაცვა
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთმა რუსეთს საერთაშორისო ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის SWIFT-ზე, წვდომა შეუზღუდა. ამან კი მნიშვნელოვნად შეაფერხა რუსეთის საერთაშორისო ვაჭრობა, გაზსა და ნავთობს თუ არ ჩავთვლით. დასავლეთის ამ ქცევამ დანარჩენ მსოფლიოს და განსაკუთრებით ჩინეთს კიდევ ერთხელ აჩვენა რომ მის მფლობელობაში არსებული საერთაშორისო ფინანსური სისტემა შეიძლება იარაღად იქნას გამოყენებული. რა ნაბიჯებს დგამს ჩინეთი, რომ ამგვარი საფრთხის დადგომის შემთხვევაში, მისი განეიტრალება შეძლოს?
42° პარალელი