42°პარალელი - 8 მარტი - ქალთა შრომა / იაპონიის სწრაფი ზრდის ეკონომიკური საფუძვლები

42°პარალელი – 8 მარტი – ქალთა შრომა

ქალთა საერთაშორისო დღე 1914 წლიდან 8 მარტს აღინიშნება. სულ რაღაც სამ წელიწადში, სწორედ რვა მარტს დაწყებულმა რუს მშრომელ ქალთა მასშტაბურმა გამოსვლებმა ითამაშა უდიდესი როლი რუსეთის იმპერატორის გადადგომასა და იმპერიის დასრულებაში.

ჯერ ამერიკელ, ხოლო შემდგომ გერმანელ მშრომელ ქალთა მიერ ინიცირებული სიმბოლური თარიღი მნიშვნელობას დღემდე არ კარგავს. თუმცა ეპოქების მსვლელობასა და პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებასთან ერთად, 8 მარტის შინაარსი და საკითხთა პრიორიტეტულობაც პერიოდულად იცვლებოდა.


42°პარალელი – იაპონიის სწრაფი ზრდის ეკონომიკური საფუძვლები

ომისშემდგომი, კაპიტალით ღარიბი, იაპონია ამბიციურ გეგმას ისახავს. ნაცვლად იმისა, რომ ტექტსილისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისაკენ მიმართოს რესურსი, მძიმე მრეწველობაზე აკეთებს არჩევანს. მაგრამ, ამავდროულად, უარს ამბობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. თათო მარიდაშვილი მოგიყვებათ 1950-იანი წლების ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც მიჩნეულია, რომ საფუძვლად დაედო იაპონიის სწრაფ განვითარებას.

42° პარალელი