“თავისუფალი ვეტო” ანუ მაიმუნი ბარდათი – გაეროს უშიშროების საბჭოს ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემები დიდწილად უნიკალურია, ისევე როგორც თავად ეს ორგანო. ბოლო წლებია უშიშროების საბჭოს ყველა აკრიტიკებს უპასუხისმგებლობის, პოლიტიკური დაპირისპირების და უშედეგო რიტორიკული გამოსვლების გამო, რის შედეგადაც ისინი ვერ ახერხებენ ყველაზე მწვავე კრიზისულ საკითხებზე შეთანხმებას – სირიასა თუ უკრაინაზე, პალესტინასა თუ მიანმაზე. უშიშროების საბჭოს კრიტიკა საბოლოოდ ორ ძირითად პუნქტამდე დადის. პირველი ეხება საბჭოს შემადგენლობას, ხოლო მეორე მისი მუშაობის პროცედურებს. სიუჟეტში ამ ორი პრობლემის შესახებ რეზი ქოიავა მოგითხრობთ
42° პარალელი