42° პარალელი - ეკონომიკური განვითარების სირთულეები - ინტერვიუ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორთან ჰა-ჯუნ ჩანგთან
ცნობილი ეკონომისტი ჰა-ჯუნ ჩანგი, პირველ არხთან ინტერვიუში საუბრობს სინგაპურის განვითარების სასწაულზე და ამსხვრევს საქართველოში დამკვიდრებულ მითს, იმის თაობაზე რომ სინგაპური თავისუფალი ბაზრის მექაა. იგი ასევე გვესაუბრება თუ როგორ აცდა, თანამედროვე ეკონომიკური თეორია რეალობას და რატომ შეიძლება აღმოჩნდეს თავისუფალი ვაჭრობა ცუდი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. იგი არის რამდენიმე მსოფლიო ბესტსელერის ავტორი, მათ შორის: Kicking Away the Ladder (2003), Bad Samaritans: The Myth of Free Trade and the Secret History of Capitalism (2008) და 23 Things They Don’t Tell You About Capitalism (2012). პროფესორ ჩანგს ტატო ხუნდაძე ესაუბრა.
42° პარალელი