42° პარალელი - არჩევნების ანატომია / უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები / რას ეფუძნება ილჰამ ალიევის ძალაუფლება აზერბაიჯანში
- არჩევნების ანატომია – ხელისუფლებას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ირჩევდნენ. თუმცა დღევანდელი არჩევნების პოლიტიკური თეოლოგია ფესვებით შუა საუკუნეებში მიდის. ბერძნულ პოლისში არსებობდა პირდაპირი დემოკრატია – ხალხი მიდიოდა ათენის აგორაზე და კოლექტიურად იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ჩვენ კი ამ საქმეს “წარმომადგენლებს” ვანდობთ, ანუ არჩევნების დროს ჩვენ კი არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, არამედ სხვას ვაძლევთ ჩვენს ნაცვლად მისი მიღების უფლებას. რა დატვირთვას ატარებს არჩევნების პროცესი დღეს და რამდენად პასუხობს იგი მოქალაქეთა მოლოდინებს? – რევაზ ქოიავა არჩევნების ანატომიის შესახებ.
- უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები: ორბანიზაციის მნიშვნელობა – უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ისევ მმართველმა პარტიამ – ფიდესმა და მისმა ლიდერმა ვიქტორ ორბანმა მოიპოვა. პოლიტოლოგი bakar berekashvili მიმოიხილავს ორბანის მმართველობისათვის დამახასიათებელ პრაქტიკას, ორბანიზაციის პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტებს და ზოგადად იმ იდეოლოგიურ თუ პოლიტიკური პროცესებს, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ უნგრეთის, არამედ თანამედროვე ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
- რას ეფუძნება ილჰამ ალიევის ძალაუფლება აზერბაიჯანში – აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებში როგორც მოსალოდნელი იყო მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა. ილჰამ ალიევმა, რომელიც მეოთხე ვადით, ახლაუკვე შვიდი წლით აირჩიეს, 75%-იანი აქტივობის დროს ხმების 86% დააგროვა. რა ფაქტორები განსაზრვრავს ალიევის უალტერნაივობას და რას ეყრდნობა მისი ძალაუფლება – გიორგი გვიმრაძის რეპორტაჟი.