თურქეთის პოლიტიკური სისტემის რევიზია, რომლის ბაზისსაც 1982 წლის სამხედრო ხუნტის ქვეშ მიღებული კონსტიტუცია წარმოადგენდა, 2017 წლის რეფერენდუმის შედეგებმა მოახდინა, ხოლო 24 ივნისის არჩევნებმა იგი პრაქტიკულად დაასრულა. არჩევნებმა სათავე დაუდო ახალ სუპერსაპრეზიდენტო სისტემას, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება მაქსიმალურად კონცენტრირებული აღმოჩნდა აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძოდ მისი ლიდერის – ქვეყნის სახალხო პრეზიდენტის ხელში. შოთა თხელიძის სიუჟეტი
42° პარალელი