კავთისხევის სოფელ გუდალეთში სოფლამდე მისასვლელი გზა კეთდება. პროექტი ექვს კილომეტრიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს, თუმცა ის მხოლოდ სოფლის ცენტრამდე, ეკლესიამდე მივა. რთულ პირობებში რჩება სოფლის ერთი უბანი, სადაც 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. ხოკერაანთუბნის მცხოვრებლებისთვის გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა ეს უბანი კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტში. უგზოობა გუდალეთელების ერთადერთი პრობლემა არ არის. ადგილზე სასმელი და სარწყავი წყალიც უჭირთ, რაც მაღალმთიან სოფელში დარჩენილი მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. არსებული პრობლემებით დაინტერესება ადგილობრივებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სთხოვეს. გუდალეთში ნინო ფისაძე ჩავიდა.