ქობულეთში 40 მილიონი ლარის საინვესტიციო ღირებულების ახალი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა იწყება.
ახალ სასტუმროს საფუძველი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჩაუყარა. თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსში გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, რესტორნები და კაფეები განთავსდება. სასტუმროში ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანი, ხოლო ოპერირებისას 70 მოქალაქე დასაქმდება.