4 ივლისი - ამერიკის დამოუკიდებლობის დღე

4 ივლისი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შეერთებული შტატების საელჩო ფუნქციონირებს, დღევანდელ თარიღს საზეიმოდ აღნიშნავენ. მიღება გაიმართა თბილისშიც, ამერიკის საელჩოში. თუმცა, პანდემიის გათვალისწინებით, უკვე მეორე წელია ღონისძიებები მასშტაბური არ არის. საგანგებო მიმართვა გაავრცელა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში. კელი დეგნანი საქართველო-ამერიკის მეგობრულ ურთიერთობებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყნისათვის დამოუკიდებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მოამბე