საქართველოს რეგიონებში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს. მოქალაქეებმა 33 წლის წინ, წითელი არმიის მიერ თბილისში მოკლულ გმირებს ყვავილებითა და სანთლებით მიაგეს პატივი. საქართველოში არსებული 9 აპრილის ყველა მემორიალი დღეს ხალხმრავლობის ადგილია.