ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ოფიციალური ცერემონია გაიმართა გერმანიის დედაქალაქში.
ცერემონიას ანგელა მერკელი უძღვებოდა. ბრანდენბურგის კარიბჭესთან სიტყვით გამოვიდა ასევე გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი. ცერემონიას სლოვაკეთის, პოლონეთის, ჩეხეთის და უნგრეთის ლიდერები დაესწრნენ.
ბერლინში ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში ტარდებოდა. კომუნისტური დასავლეთისა და კაპიტალისტური აღმოსავლეთის გამყოფი კედლის დანგრევა მოქალაქეებმა 1989 წლის 9 ნოემბერს დაიწყეს. ამას წინ უძღოდა მასობრივი დემონსტრაციები, რომლის შემდეგაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დასავლეთ ბერლინთან შეზღუდვები მოხსნა. ამ დღიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა სასაზღვრო ნაგებობა დაინგრა და დარჩა მხოლოდ გარკვეული მონაკვეთი – როგორც ომის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლო.