30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები თბილისში 4 აპრილს დაიწყო. თუმცა მაშინდელი მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციას, კრემლმა საბჭოთა არმია და ნიჩბებიანი სამხედროები დაუპირისპირა.

ანტისაბჭოთა აქციის დარბევა 9 აპრილს გამთენიისას დაიწყო, როდესაც რუსთაველის გამზირზე ტანკები და რუსული სადამსჯელო რაზმი გამოჩნდა.

ტრაგედიის შემდეგ, ზუსტად ორ წელში, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

თბილისში 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები და პოლიტიკოსები დილიდან იკრიბებიან.  გურამ როგავას რეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან.