3 მარტი - დედის დღე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად დედის დღე ახალშობილი ტყუპის დედას მიულოცა. აჭარის მთავრობა აგრძელებს „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამას, რომლის მიზანიც უშვილო ოჯახების რიცხვის შემცირება და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესებაა. პროგრამის ფარგლებში, 16 ახალშობილი დაიბადა. აღნიშნულ ოჯახებს აჭარის მთავრობამ მედიკამენტები, ბავშვთა მოვლისა და კვების ვაუჩერები გადაეცა.