მე-3 ეროვნული კობეროლიმპიადა „კიბერკუბი – 2018“ გაიხსნა.
ოლიმპიადაში 50 გუნდად დაყოფილი 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს. ისინი სხვადასხვა სირთულის დავალების, მათ შორის კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორის ამოცანების ამოსახსნელად და რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებული კიბერპრობლემების გადასაჭრელად ერთმანეთს შეეჯიბრებიან.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდის წევრებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.