აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 29 წელი გავიდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
თეა ახვლედიანის განცხადებით, 14 აგვისტო თითოეული ჩვენგანის საერთო ტრაგედიაა და სწორედ ამიტომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში თანაცხოვრების პერსპექტივებზე ისაუბრეს.