აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 თანამემამულე დღეს დაკრძალეს. 28 წლის შემდეგ, პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. ცხრა სამოქალაქო პირი, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს, ოთხი სამხედრო კი დიღმის ძმათა სასაფლაოზე.