თარიღი ორი დატვირთვით და ერთი მთავარი შედეგით. 1989 წლის ტრაგიკული 9 აპრილი და ზუსტად ორი წლის თავზე გამოცხადებული დამოუკიდებლობა, რომელსაც წინ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი უძღოდა.
ერთი მიზნის გარშემო, თავისუფლების სურვილით გაერთიანებული ამომრჩეველთა 90% პროცენტის პასუხი ერთსულოვანი იყო.
27 წელი უმნიშვნელოვანესი თარიღიდან – დამოუკიდებლობა და რთული გზა, რომელსაც ქვეყანა დღემდე რუსული აგრესიის ფონზე გადის.