სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე ეროვნული დროშები დაშვებულია. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაუშვეს მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობებზე. დროშები დაუშვეს პრეზიდენტის სასახლეზე. სოხუმის დაცემიდან 31 წლისთავთან დაკავშირებით დროშები დაეშვა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების შენობებზე.