ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად. მათ 31 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და პატივი მიაგეს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. ღონისძიებას დაღუპულთა ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.