27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. თარიღს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიც უერთდება. ამ წუთებში მიმდინარეობს ღონისძიება, სადაც უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენას, მიხეილ თუმანიშვილის სახელი ენიჭება. დღესვე გაიმართება რეჟისორ გიორგი სიხარულიძის საავტორო დოკუმენტური ფილმის, „მოაზროვნე“ ჩვენება და მიხეილ თუმანიშვილის წიგნის „თეატრალური ხელოვნების სწავლების შესახებ“ მე-5 ტომის პრეზენტაცია. საღამოს ეტიუდების ეროვნული, მე-12 ფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოება და საერთაშორისო ფესტივალის გახსნა დაასრულებს.