26 მაისს წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ბათუმში სანაპიროზე გაიმართება
26 მაისს წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ბათუმში სანაპიროზე გაიმართება. დღეს პირველი რეპეტიცია სამხედრო მოსამსახურეებმა რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან ერთად გაიარეს.
რეჟისორის თქმით, ფიცის დადების წლევანდელი ცერემონია განსაკუთრებით საზეიმო იქნება, რადგან წელს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 100 წელი გავიდა. 26 მაისის საზეიმო ღონისძიებას ბათუმში საზღვაო აკადემია გააფორმებს.
დამოუკიდებლობის დღეს დილიდან მოეწყობა სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა. იგეგმება კულტურული ღონისძიებები და სპორტული აქტივობებიც. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება.