სიმბოლურად, 17:10 საათზე, ანუ იმ დროს, როცა 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ქვეყნის 18 ქალაქში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. ღონისძიებისთვის ემზადებიან მცხეთაში, სადაც სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე სამხედრო ფიცი დადეს ახალწვეულებმა. ცენტრალურ მოედანზე კი მოწყობილია საგამოფენო და შემეცნებითი სივრცეები.