თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე დაკითხეს. მოწმედ „ექსპრესნიუსის“ მაშინდელი ჟურნალისტი, თენგიზ ოკუჯავა დაიკითხა.
ოკუჯავამ 26 მაისის საღამოს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი იყო, სპეცრაზმელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დააკავა, ასევე დააკავეს მისი რამდენიმე კოლეგაც. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზეც იმსჯელა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანებს გიორგი ლორთქიფანიძეს, დათა ახალაიას, ვასილ ლელუაშვილს, რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას აქვთ წარდგენილი.