26 მაისი - სიმბოლური საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით

კოვიდ-პანდემიამ ისტორიული თარიღის აღნიშვნის ფორმატიც შეცვალა. დღემ მოკრძალებულად, პომპეზური ღონისძიებების გარეშე ჩაიარა. მოვლენების ეპიცენტრში ტრადიციულად თავისუფლების მოედანი იყო, სადაც წვევამდელებმა საზეიმოდ დადეს ფიცი. დღეიდან ისინი საქართველოს შეირაღებული ძალების წევრები არიან. ღონისძიებამ მთელი ქვეყანა მოიცვა-26 მაისთან დაკავშირებული სიმბოლური ცერემონია თბილისსა და ხუთ რეგიონში ერთდროულად გაიმართა. საქართველოს ეროვნული ჰიმნი, დროშის ფერებში განათებული ცა, ჩაკრულო, სამხედრო ტექნიკის დემონსტრირება და „სუ 25“ ტიპის საფრენი აპარატები თბილისის თავზე – საზეიმო ღონისძიებას თვალს ადევნებდნენ პოლონეთის პრეზიდენტი და უკრაინის თავდაცვის მინისტრიც. პანდემიის გამო ამჯერად არ ყოფილა სახალხო სეირნობა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე რუსთაველის გამზირზე არც სხვადასხვა უწყების სტენდები გამოუფენიათ. ისტორიული თარიღის აღნიშვნა დღის ბოლოს ოპერის თეატრში გამართული გალა-კონცერტით დასრულდა.