26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს ქუთაისში.
ფალიაშვილის ქუჩაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე არსებული სპეციალური ტექნიკაა გამოფენილი. ცენტრალურ ბულვარში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემეცნებით-გასართობი აქტივობები ტარდება. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, დაინტერესებული პირები, საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, მათ შორის, იმერეთის რეგიონში მდებარე პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიას, თეთრა მღვიმეს შესახებ ეცნობიან ინფორმაციას. ამასთან, წარმოდგენილია უნიკალური დაცული ტერიტორიების სივრცეები, სადაც მსურველებს საშუალება აქვთ ვირტუალურად იმოგზაურონ სხვადასხვა ლოკაციაზე.