საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105, ხოლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილიდან მიმდინარეობს. დედაქალაქთან ერთად 26 მაისს ქვეყნის მოქალაქეები ზეიმობენ რეგიონებში.
ბათუმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მასპინძლობს. ბავშვებისთვის მოწყობილია არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი სივრცე სხვადასხვა აქტივობით.