საზეიმო ღონისძიებების მთავარი, ოფიციალური ნაწილი დღეს თავისუფლების მოედანზე გაიმართა. საბრძოლო მომზადების ცენტრის ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონია გაიმართა ქვეყნის კიდევ ხუთ ლოკაციაზე. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე კი, სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს დროშის აღმართვის ცერემონიალში და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის ფარგლებში, მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ქვეყნის პირველმა პირებმა. საქართველოს პრეზიდენტმა ტრიბუნა შარშანდლის მსგავსად წელსაც მმართველი გუნდის კრიტიკისთვის გამოიყენა.