კიდევ ერთი ქალაქი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 106 წლისთავს ზეიმობენ – ქუთაისია. მოქალაქეებს დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალურ მოედანზე ელოდებიან. დღევანდელი დღე დატვირთული იქნება სპორტული შეჯიბრებებით და სახალისო თამაშებით. საგამოფენო სივრცე კი სამხედრო ტექნიკას და ადგილობრივ მეწარმეებს დაეთმობათ.
ირმა ჭოლაძე ქუთაისიდან.