26 მაისი აღინიშნება ბათუმშიც. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ტრადიციულად გამოიფინება სამხედრო და სპეციალური ტექნიკა. დაგეგმილია კონცერტები, მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხეები, გამოფენები. ასევე, ბავშვებისთვის ჩატარდება სპორტული და შემეცნებითი აქტივობები.
რა დახვდებათ ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს ადგილზე – მერაბ წულუკიძე ბათუმიდან პირდაპირ ეთერში.