საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეირაღებული ძალების უკანასკნელი მთავარსარდლის, გენერალ კვინიტაძის ნეშტს ცოტა ხანში სამხედრო პატივით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ეროვნული გმირის ნეშტს პანთეონისკენ ამ წუთებში მიასვენებენ.
მანამადე სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, შემდეგ კი ტაძრის ეზოში ეროვნულ გმირს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეთხოვნენ. ასევე, სიტყვით გამოვიდა საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელი.
ღონისძიებაზე საქართველოს პატრიარქის სიტყვა წაიკითხა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.
მარიკა შალიკაშვილი ჩაგვერთვება დეტალებით.