„კოვიდ19“-ის პანდემიის გათვალისწინებით, დღევანდელი თარიღი წელს მასშტაბურად არ აღინიშნება, თუმცა საზეიმო ღონისძიებები ყველა ქვეით ბრიგადაში დაიგეგმა. მთავარი ღონისძიება კი ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის დღე პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს. ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე, მათ პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც.
ლიკა ალელიშვილი დეტალებით.