26 დაღუპული, 20 ზე მეტი დაჭრილი - ტეხასის შტატში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

26 დაღუპული, 20 ზე მეტი დაჭრილი – ტეხასის შტატში შეიარაღებულმა პირმა, საზერლენდ სპრინგსში მდებარე   ბაპტისტურ ტაძარში, საკვირაო მესის დროს, ცეცხლი გახსნა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა ამერიკული მედიას საკუთარი ვერსია აქვს. მათი ინფორმაციით, თავდამსხმელი დევიდ პატრიკ კელია  –  ყოფილი სამხედრო, რომელიც წლების წინ საჰაერო ძალებში მსახურობდა, საიდანაც გარიცხეს.

ამ ეტაპზე გამოძიება თავდასხმის მოტივს ვერ ასახელებს. თავდამსხმელი ცოცხალი არ არის. არსებობს ორი ვერსია, ერთი მიხედვით, მან თავი მოკლა. მეორე ვერსიით კი, პოლიციასთან ორმხრივ სროლას ემსხვერპლა.

მომხდარს ამერიკის პრეზიდენტი გამოეხმაურა, რომელიც ახლა ქვეყანაში არ იმყოფება. დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს ფარგლებში, იაპონიაშია.