ლიტერატურული თეატრის დაარსებიდან 25 წელი გავიდა. საიუბილეო საღამო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. თეატრის მსახიობებმა დამსწრე საზოგადოებას გაახსენეს თეატრის ისტორია, დასამახსოვრებელი სპექტაკლები, რეჟისორები და მსახიობები.
ლიტერატურული თეატრი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 1999 წელს შეიქმნა. 2004 წელს კი გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გადაინაცვლა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. თეატრის რეპერტუარში ამჟამად 32 სპექტაკლია და ერთი სეზონის განმავლობაში 350-400 წარმოდგენას მართავს.