დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა.
დღესასწაული დილიდან აღინიშნება ბათუმში. საზეიმო მსვლელობა მოაწყეს ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტებმა.
მთავარ ღონისძიებას ბათუმის ნავსადგური უმასპინძლებს. პრემიერის რანგში მამუკა ბახტაძე ბათუმს პირველად სტუმრობს. პრემიერმა დღესასწაული მეზღვაურებს და კურსანტებს მიულოცა.
ასევე, დღეს დააჯილდოებენ საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის უკვე გამოცდილ მეზღვაურებს და წარმატებულ კურსანტებს.
დღის განმავლობაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი.