ერთ წლიანი ძიების შემდეგ, კორეის ყოფილი პრეზიდენტი, პარკ გინ ე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 24 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კორუფციის ბრალდებით გასამართლებულ ყოფილ პრეზიდენტს ჯარიმის სახით 17 მილიონი დოლარის გადახდაც დაეკისრა. ქვეყნის ყოფილ ლიდერს სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებისთვის შვიდი დღე აქვს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა სეულში საპროტესტო აქცია გამართეს.