24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზით 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა და მილიონ 700 ათასი გარდაიცვალა. ბოლო 16 წლის განმავლობაში კი, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად, 53 მილიონი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმი კონფერენციას მასპინძლობს, რომელზეც დაავადების საწინააღმდეგო პოლიტიკის დეტალებზე მსჯელობენ.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში უკანასკნელ წლებში ტუბერკულოზის კლების ტენდენცია შეინიშნება. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნების სიიდან ამოიღო, თუმცა ქვეყანა ჯერ კიდევ დიდი გამოწვევების წინაშეა“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.