თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. მთავარი ჯილდო, „ოქროს პრომეთე“ სოსო ბლიაძის ფილმს „ჩემი ოთახი“ გადაეცა. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გამარჯვებული კი კატალინა ბაქრაძის „ჩემი მეგობარი ანდრო“ გახდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ დოკუმენტურ ფილმების ნომინაციაშიც. წელს ჟიურის სპეციალური ჯილდო უკრაინელი რეჟისორის, მარინა ერ გორბაჩის ნამუშევარმა მიიღო. კინოში ადამიანის უფლებების შესახებ ევროკავშირის სპეციალური პრიზი კი იაპონელ რეჟისორს გადაეცა. ერთი კვირის განმავლობაში, ფესტივალზე ჯამში 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა.