21 წლის გოგოს მკვლელობის საქმე

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმეს იძიებს.

ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებები მას ყელის არეში აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, თემქაზე მცხოვრები გოგო, გუშინ ღამის ხუთ საათზე სახლიდან მას შემდეგ გავიდა, რაც მას ტელეფონზე დაურეკეს. ახალგაზრდას ავტომობილით მიაკითხეს. ამის  შემდეგ ის სახლში აღარ დაბრუნებულა.

ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. მოკლულის ცხედარი საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიტოვებულ შენობასთან აღმოაჩინეს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ის სახლიდან წაიყვანეს, უკვე იდენტიფიცირებულია. მოკლულის მეგობარი ბიჭი ასევე კიდევ ორი ნაცნობი და მშობლები თემქის პოლიციის განყოფილებაში იკითხებიან.

თამარ წიკლაური განაგრძობს თემაზე საუბარს.