21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

ფეხბურთში საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ნიდერლანდებთან მესამე ტურის მატჩამდე, პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.   ბელგიასთან მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს ნიკა გაგნიძე გამოაკლდა. გორის „დილას“ ფეხბურთელი ევრო 2023-ზე გუნდს ვეღარ დაეხმარება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეორე ტურის შემდეგ, ჯგუფში ოთხი ქულით პირველ ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის დიდი შანსი აქვს.

მესამე ტურის მატჩს, რამაზ სვანაძის გუნდი ხვალ, „დინამო არენაზე“, ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ 20:00 საათზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.