21 ნოემბერი ტელევიზიის მსოფლიო დღეა

21 ნოემბერი ტელევიზიის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. 53-ე საჯარო და „ოცდამეერთე საუკუნის“ მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ტელე და რადიოსტუდიები დაათვალიერეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა მათ დეტალურად გააცნეს მედიის მუშაობის სპეციფიკა. განსაკუთრებული ინტერესი ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობიდან გამომდინარე, სპორტული გადაცემა ტაიმაუტის სტუდიამ გამოიწვია. საქართველოს პირველი არხი მზაობას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, სხვა სკოლებსაც უმასპინძლოს.

#ტაიმაუტი

საფეხბურთო #ტაიმაუტი