დღეს მესაზღვრეები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. თარიღთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, სასაზღვრო სექტორებს – დარიალსა და თრუსოს ესტუმრა, არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მესაზღვრეებს შეხვდა.
სექტორ თრუსოზე სამი მესაზღვრე, დარიალში კი რვა მესაზღვრე სამკერდე ნიშნებითა და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. მათ შორის იყო საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა მესაზღვრე გელა ჩაბაკაური. ის ამ პოზიციაზე 2015 წლის დეკემბრიდან მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მესაზღვრის პროფესიულ დღეს უკვე მეცხრამეტედ აღნიშნავს.