21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

დაუნის სინდრომის მსოფლიო და ტყის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მე-8 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 150-მდე მუხის, კოპიტისა და წიწვოვანი სახეობის ხეები დარგეს.

აქციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა შეუერთდა.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი, ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.