„ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადება

„ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ. ორგანიზაციის ლიდერებმა სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, სტუდენტები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხმების დასაცავად ბრძოლას გააგრძელებენ. სტუდენტების განმარტებით, სამოქმედო გეგმების შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.