საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება – 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობას აირჩევს. პოლიტიკურ სუბიექტებს ახლა შვიდი დღე აქვთ იმისთვის, რომ ამომრჩევლები მათთვის ხმის მიცემაში დაარწმუნონ. საარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. პარტიებისა და კოალიციების ლიდერები დედაქალაქსა და რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან და საარჩევნო პროგრამას აცნობენ.