თბილისის საკრებულოს სხდომა დღეს პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო – ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია. მმართველი გუნდი ოპონენტებს სამუშაო პროცესში დაბრუნებისკენ და საქმიანობის კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელებისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციას შეახსენეს, რომ მათ ამომრჩეველმა ხმა საქმის საკეთებლად მისცეს.