2024 წლის მსოფლიო პრემიერები, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით. როგორც ცნობილია, წელს არაერთი ცნობილი და ლეგენდარული რეჟისორის ახალი ნამუშევრის პრემიერა გაიმართება. მანამდე კი იყო წარმატებული 2023. ზაფხულში გრეტა გერვიგის „ბარბიმ“ და კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერმა“ დაამახსოვრა თავი მაყურებელს. შემოდგომაზე „შიმშილის თამაშების“ სამყაროში დაბრუნდა ფრენჩაიზის ერთგული მაყურებელი, ხოლო დეკემბერში დიდ ეკრანებზე „ვონკა“ გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებდა.