შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „ევროპულ ღირებულებებზე როდესაც იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს. მისივე აღიარებით, ჯარისთვის მოპარული ფულით, საქართველოში ის პარტიებს, „ენჯეოებს“ და მედიას აფინანსებს,“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება. ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის პრეზიდენტის ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ედგარს რინკევიჩი ამბობს, რომ საქართველოს უნდა შეეზღუდოს კანდიდატის სტატუსი, თუკი არ გაატარებს იმ საერთო ღირებულებებს, რასაც ევროპული ქვეყნები იზიარებენ.