პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.
საკომიტეტო სხდომებში ოპოზიციის ნაწილიც მონაწილეობს. არსებული პროექტით, 2023 წელს ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით თითქმის ორი მილიარდით იზრდება და 21 მილიარდ 300 მილიონ ლარს შეადგენს. პრიორიტეტი სოციალური მიმართულებაა. გათვალისწინებულია საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის 10%-ით ზრდა, ასევე პენსიების მატება და სოციალური და ჯანდაცვის პაკეტების მომზადება. მომდევნო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტიც არის გათვალისწინებული. ოპონენტებს გარკვეული შენიშვნები აქვთ, რომლებიც მაღალი ინფლაციის ფონზე ძირითადად სოციალურ ნაწილს ეხება.